როცა Facebook - ი შეცდომაზე მიგვითითებს
“როგორც კი ეს გავიგე, შემრცხვა ძალიან" - ამბობს ვენენო მენაბდე, რომელსაც Facebook-მა მანიპულაციური ფოტოს გაზიარებისთვის პოსტის გავრცელება შეუზღუდა. მას ვერც კი წარმოედგინა, რომ მის მიერ გამოქვეყნებული “დენვერის აეროპორტის” ფოტო სინამდვილეში ფილიპინელი მხატვრის ნამუშევარი აღმოჩნდებოდა
Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამა, ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელ Poynter-თან თანამშრომლობით, ჯერ კიდევ 2016 წელს შეიქმნა. იგი Facebook-ის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს და მიზნად ისახავს ვირუსულად გავრცელებული დეზინფორმაციის იდენტიფიცირებას, გადამოწმებას და გავრცელების შეჩერებას.
ყველასთვის მძიმე 2020 წელს კი ერთ-ერთი სასიხარულო ამბავი იყო ის, რომ სექტემბერში მითების დეტექტორი და FactCheck საქართველო გახდნენ Facebook-ის პარტნიორები.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში ისინი აქტიურად ჩაერთვებიან Facebook-ის მესამე პირის ვერიფიკაციის პროგრამაში, რომელიც შედგება რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან:
ზოგიერთი მკითხველისთვის არაზუსტი, ყალბი ინფორმაციის გაზიარება შესაძლოა არ იყოს უცხო. აქედან გამომდინარე, როგორც რიგითი Facebook მომხმარებელი, დავინტერესდი ამ პროგრამის სპეციფიკით და იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის გადამოწმების მიმართ.
აღნიშნულ სურათზე წაშლილია თავდაპირველი აღწერა
ის ფაქტი, რომ ვენენო მებაბდემ ფოტოს აღწერა წაშალა Factcheck.org-ის სტატიის ბმულის კომენტარებში განთავსების შემდგომ, ვფიქრობ, განასხვავეებს მას ტიპიური დეზინფორმატორისგან. შესაბამისად, დავინტერესდი ამ კონკრეტული შემთხვევით და გადავწყვიტე გავსაუბრებოდი მას.
ამ შემთხვევების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამა არამარტო ამცირებს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას, არამედ ეხმარება სოციალური ქსელის მომხმარებელსა და მედიის წარმომადგენელს გახდნენ უფრო კრიტიკულები, გადაამოწმონ ინფორმაცია და შეამცირონ არასწორი/ყალბი ინფორმაციის საზოგადოებაში გავრცელების რისკი.
ავტორი: თამარ ჩხარტიშვილი